„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერის გიგა ბოკერია დაკითხვა დასრულდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მის სატელეფონო საუბრებზე მიმდინარეობდა ფარული მიყურადება.
– შემატყობინეს, რომ მიმდინარეობდა ფარული მიყურადება. გამოძიება საერთოდ რომ გრძელდება, არის დემონსტრირება იმ დიდი პრობლემის, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს, როდესაც ივანიშვილის დაკვეთით ის ორგანოები, რომლებიც ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებას უნდა იცავდნენ და ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომ პრობლემებს უნდა ებრძოდნენ, დაკავებულნი არიან ასეთი პოლიტიკური და შეთითხნილი ბოდვის გამოძიებით. თუ გააგრძელებენ ჩემს მიყურადებას, მათ ახალი განჩინების აღება მოუწევთ, – განაცხადა ბოკერიამ.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილისთვის ახალი ბრალდების წაყენების საკითხს, ბოკერია ამბობს, რომ ვერაფერს გამორიცხავს.
– იმ აბსურდიდან, რასაც სახელმწიფო გადატრიალების საქმე გულისხმობს, ვერაფერს გამოვრიცხავ, თუმცა ივანიშვილმა და მისმა რეჟიმმა ჩვენ ქვეყანას სხვა ქვეყნების თვალში უკვე დიდი ზიანი და დარტყმა მიაყენა პოლიტიკური დევნით, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის მიმართ და სავარაუდოდ მთავრობა ამას გააგრძელებს, რადგან მეტი არაფერი იცის ამ ტიპის ქმედებების გარდა, – დასძინა ბოკერიამ.
გიგა ბოკერიამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში „რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია იმყოფებოდა.

