ბორჯომში პოლიცია დამსვენებლებს ამოწმებს – მღებრიშვილი ინფორმაციას ადასტურებს

ბორჯომში პოლიცია დამსვენებლებს ამოწმებს - მღებრიშვილი ინფორმაციას ადასტურებსდამსვენებლების ინფორმაციით, საპატრულო პოლიცია ბორჯომის ხეობაში მყოფ მოქალაქეებს ამოწმებს.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” ლიკანში მყოფმა ერთ-ერთმა დამსვენებელმა განუცხადა, სასტუმროში, სადაც იმყოფებოდა, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები მივიდნენ, მოქალაქეების პირადობის მოწმობებითა და სამუშაო ადგილის შესახებ ინფორმაციით დაინტერესდნენ.
– ამოწმებენ ყველას, ვინც 18 აგვისტოს შემდეგ ბორჯომის ხეობაშია, მოითხოვეს პირადობები, ნომრები და სამუშაო ადგილები, – განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” ლიკანში მყოფმა დამსვენებელმა.

სააგენტომ საკითხის გარკვევა შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილს სთხოვა.

– ვინც ინტერესის ობიექტია, ყველასთან მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, – ასე უპასუხა მინისტრმა.
მისი თქმით, ვინც გამოძიების ინტერესს წარმოადგენს, მასთან მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, „თუმცა არა ყველასთან“.
– გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ვერ დავადასტურებ, რომ ყველა დამსვენებელს იბარებენ და კითხავენ, თუმცა ის, ვინც ინტერესის ობიექტია, ყველასთან მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები,- განაცხადა შს მინისტრმა.

ინტერპრესნიუსი