დათვმა მანქანა გაიტაცა და ავარიაში მოჰყვა

დათვმა მანქანა გაიტაცა და ავარიაში მოჰყვაკოლორადოს შტატის ქალაქ დურანგოში, დათვმა ერთ-ერთი სახლის წინ მდგომი ავტომობილი გაიტაცა და ავარიაში მოჰყვა.

ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც ირკვევა, დათვმა მანქანაში ჩაჯდომის შემდეგ ადგილიდან მისი დაძვრა მოახერხა, შედეგად კი გზაზე გადავიდა და საფოსტო ყუთს დაეჯახა. BBC-ის ცნობით, მან თათი მოიტეხა, მოგლიჯა რადიო და დაამტვრია უკანა საქარე მინა.

ხმაურის გამო მეზობლებმა პოლიცია გამოიძახეს, თუმცა პოლიციელების მისვლამდე დათვი გაიქცა.

იმედინიუსი