დავით ქაცარავა: „ერთ-ერთ კერასთან ბოთლის ნამტვრევები ვიპოვეთ, რომელსაც სპეციფიური, სავარაუდოდ, ბენზინის სუნი ჰქონდა“

დავით ქაცარავა: „ერთ-ერთ კერასთან ბოთლის ნამტვრევები ვიპოვეთ, რომელსაც სპეციფიური, სავარაუდოდ, ბენზინის სუნი ჰქონდა“ერთ-ერთ კერასთან ბოთლის ნამტვრევები ვიპოვეთ, რომელსაც სპეციფიური, სავარაუდოდ, ბენზინის სუნი ჰქონდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯომარდობის ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით ქაცარავამ განუცხადა, რომელიც რამდენიმე დღეა ბორჯომის ხეობაში მოხალისედ მუშაობს.

მისი თქმით, ნაპოვნ მასალას და შესაბამისი ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციას სამართალდამცველებს დღეს მიაწვდიან.

– სანამ სამართალდამცველები არ იტყვიან რამეს, დივერსიაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა ბოთლის ნამსხვრევებს სპეციფიური, სავარაუდოდ, ბენზინის ან დიზელის სუნი ჰქონდა, – განაცხადა დავით ქაცარავამ.