ძლიერი ხანძარი ხაშურში – ცეცხლი ყოფილი კავშირგაბმულობის შენობას უკიდია

ძლიერი ხანძარი ხაშურში - ცეცხლი ყოფილი კავშირგაბმულობის შენობას უკიდიაძლიერი ხანძარია ამ წუთებში ხაშურში. იმერეთის ქუჩაზე, ყოფიფილი კავშირგაბმულობის ორ სართულიანი შენობა იწვის. „ნიუპოსტის“ კორესპონდენტის ცნობით, ცეცხლის ჩაქრობას მეხანძრეები უკვე 20 წუთია ცდილობენ. ადგილობრივი მოსახლეობა შიშობს, რომ თუ ხანძრის ლოკალიზება დროულად არ მოხდა, არსებობს ცეცხლის საცხოვრებელ სახლებზე გადადების საფრთხე.