“ენგურჰესის” რეაბილიტაციისთვის EBRD 28 მილიონი ევროს 15-წლიან სესხს გამოყოფს

"ენგურჰესის" რეაბილიტაციისთვის EBRD 28 მილიონი ევროს 15-წლიან სესხს გამოყოფს“ენგურჰესის” რეაბილიტაციისთვის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი 28 მილიონი ევროს 15-წლიან სესხს გამოყოფს.
საქართველოს მთავრობამ მოიწონა “ენგურჰესის” სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ შემოთავაზებული სესხის ძირითადი ფინანსური პირობები:
• სესხის ოდენობა –28 მილიონი ევრო;
• სესხის ხანგრძლივობა –15 წელი (მათ შორის, შეღავათიანი პერიოდი 3.5 წელი);
• საპროცენტო განაკვეთის ტიპი – ცვლადი, EURIBOR + 1%;
• ადმინისტრირების გადასახდელი –სესხის თანხის 1%;
• ვალდებულების გადასახდელი – წლიური 0.5% (აღნიშნულის დარიცხვა ხდება სესხის აუთვისებელ ნაწილზე).
ბიზნესმედია