ეწერთან მიკროავტობუსი გადაბრუნდა

ეწერთან მიკროავტობუსი გადაბრუნდარიკოთის უღელტეხილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სოფელ ეწერის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქუთაისიდან თბილისის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსს საპირისპირო მიმართულებიდან გადმოსული მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა, რის შედეგადაც მიკროავტობუსი გადაბრუნდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საპატრულო პოლიციის განყოფილებაში განუცხადეს, ყველა მგზავრი უვნებელი გადარჩა, მხოლოდ 2 მგზავრი გადაიყვანეს მსუბუქი დაზიანებებით საავადმყოფოში.

ინტერპრესნიუსი