გორგასლის ქუჩაზე ”ნიკორას” მაღაზია დააყაჩაღეს

თბილისში, გორგასლის ქუჩაზე ”ნიკორას” მაღაზია დააყაჩაღეს. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი პირი მონაწილეობდა თავდასხმაში.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.