გურიის ყოფილ გუბერნატორ გია სალუქვაძის შვილს თავს დაესხნენ

გურიის ყოფილ გუბერნატორ გია სალუქვაძის შვილს თავს დაესხნენგურიის ყოფილი გუბერნატორის გია სალუქვაძის შვილს თავს დაესხნენ. შსს-ში ფაქტს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ თავდასხმა ოთხი დღის წინ მოხდა. ინფორმაციას Ipressავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, მომხდარზე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს გამოძიება, რაც ძალადობას გულისხმობს.

გია სალუქვაძემ გურიის გუბერნატორის პოსტი ორი კვირის წინ დატოვა. სალუქვაძის თქმით, მისი გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მიიღო. ახალი გუბერნატორი, მერაბ ჭანუყვაძე მმართველმა გუნდმა 23 აგვისტოს წარადგინა.