ივლისში საქართველოს თითქმის მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვია

ივლისში საქართველოს თითქმის მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვიაივლისში საქართველოს თითქმის მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვია (982.487 ვიზიტორი). წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 28,5%-ით გაიზარდა. ივლისში საქართველოს 519 349 ტურისტი ეწვია, რაც წინა წელთან შედარებით 32,9%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

ტურიზმის ადმინისტრაციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, იანვარ-ივლისში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 16,8%-ით გაიზარდა და 3 978 657 შეადგინა. ტურისტების რაოდენობა იანვარ-ივლისში 30,2%-ით გაიზარდა და 1 829 331 შეადგინა.
ივლისში საქართველოს თითქმის მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვია

ბიზნესმედია