კახა ძნელაძის მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ იაშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

კახა ძნელაძის მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ იაშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათბილისის საქალაქო სასამართლომ ჭონქაძის ქუჩაზე კახა ძნელაძის მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ იაშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუმდგომლობა.

სასამართლოს განცხადებით, საქმე ეხება, 16 აგვისტოს, თბილისში, ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას, როდესაც ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, კახა ძნელაძეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ზურგში სიცოცხლისათვის შეუთავსებელი დაზიანებები მიაყენა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სასამართლომ მხარეთა განმარტებების მოსმენის, წარმოდგენილი მასალების, შუამდგომლობის დასაბუთებულობის შესწავლისა და შემოწმების შედეგად მიიჩნია, რომ სახეზეა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფაქტობრივი, ისე ფორმალური საფუძვლები.

კერძოდ, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულს ბრალად ედება სიცოცხლის წინააღმდეგ ჩადენილი, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესაძლო ჩადენა. სასამართლომ გაითვალისწინა ქმედების სპეციფიკა, გარემოებები, დამდგარი მძიმე შედეგი, ასევე, ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვებისათვის ხელშეშლის საფრთხეები და მიხეილ იაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.
მოცემულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2017 წლის 5 ოქტომბერს 12:00 გაიმართება.
– აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს ერთჯერადად, მისი გამოტანიდან 48 საათში სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში,- აღნიშნულია სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინტერპრესნიუსი