კახა ძნელაძის მკვლელობისთვის დაკავებული მიხეილ იაშვილი შიმშილობას აცხადებს და საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ამბობს

კახა ძნელაძის მკვლელობისთვის დაკავებული მიხეილ იაშვილი შიმშილობას აცხადებს და საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ამბობსჭონქაძის ქუჩაზე კახა ძნელაძის მკვლელობისთვის სამართალდამცავებმა მიხეილ იაშვილი დააკავეს, რომელიც ამ დროისათვის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

დაკავებულის ადვოკატის განცხადებით, იაშვილი დანაშაულს არ აღიარებს და პროტესტის ნიშნად შიმშილობის დაწყებას აპირებს, ასევე იგი უარს აცხადებს საქართველოს მოქალაქეობაზე.

მკვლელობის მოტივის შესახებ დეტალები უცნობია, ერთ-ერთი ვერსიით იგი ე.წ. სამარშუტო ტაქსების ბიზნესს უკავშირდება.

გუშინ, 16 აგვისტოს, მთაწმინდაზე, ჭონქაძის ქუჩაზე 47 წლის კახა ძნელაძე მოკლეს. თავდამსხმელი მოტოციკლით გადაადგილდებოდა და ჩაფხუტი ეფარა. შემთხვევა ერთ-ერთ პარკთან მოხდა და არსსებობს რამდენიმე თვითმხილველი, ასევე ვიდეო კამერები, რომლებმაც, სავარაუდოდ, მკვლელობა გადაიღეს.

ამოღებულია დანაშაულის იარაღი. ექსპერტ-კრიმინალისტებმა დღეს შემთხვევის ადგილზე მუშაობა დაასრულეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს.

ნიუპოსტი