საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარ სამმართველოს ახალი უფროსი ჰყავს. ამ თანამდებობაზე ოთარ გავაშელიძე პოლიციის მაიორმა, შოთა ხაჟომიამ ჩაანაცვლა – ინფორმაცია Imedinews-ს შსს-ში დაუდასტურეს.
რეგიონში ძალოვანი უწყების ხელმძღვანელი მუშაობას რამდენიმე დღეა უკვე შეუდგა.
რა გახდა საპატრულო პოლიციაში საკადრო ცვლილების მიზეზი უცნობია. სამინისტროში ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.

