ხანძარი აშშ-ის საელჩოსთან – დამწვარია 5 ათასი კვადრატული მეტრის ფართობი

 აშშ-ის საელჩოსთან ხანძარი ხმელ ბალახს გაუჩნდა, დაიწვა 5 ათასი კვადრატული მეტრის ფართობი. ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, ამ დროისათვის ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე 2 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.