კიევში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი დააკავეს

კიევში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი დააკავესუკრაინელმა სამართალდამცველებმა პედოფილიის ბრალდებით საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ყოფილი მწვრთნელი და ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი დააკავეს.

ზაიზენბახერის მიმართ ვენის პროკურატურა 3 წლის მანძილზე ატარებდა გამოძიებას, რის შემდეგაც ყოფილ სპორტსმენს ბრალი წაუყენეს. სავარაუდოდ საქმე მისი ერთ-ერთი მსხვერპლის განცხადების საფუძველზე აღიძრა.

57 წლის ავსტრიელს 1990-იანი წლების ბოლოსა და 2000-იანების დასაწყისში სამი გოგონას გაუპატიურება ედება ბრალად. იმ პერიოდში ზაიზენბახერი ვენის ერთ-ერთ სპორტულ კლუბში მუშაობდა. ავსტრიის კანონმდებლობის თანახმად, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ზაინბახერს 10 წლიანი პატიმრობა ემუქრება.

პეტერ ზაიზენბახერმა ოლიმპიური ოქროს მედლები, 1984 წელს ლოს ანჯელესის და 1988 წელს სეულის ოლიმპიურ თამაშებზე მოიპოვა. იგი პირველი ძიუდოისტი გახდა ისტორიაში, რომელმაც გამარჯვება ზედიზედ ორ ოლიმპიადაზე შეძლო. პეტერ ზაიზენბახერი საქართველოს ძიდუოისტთა ნაკრებს 2010-12 წლებში წვრთნიდა. მისი მწვრთნელობის პერიდში 2012 წლის ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე ლაშა შავდათუაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა.

პირველი