სოფელ წინუბანთან სპეცოპერაციის დროს დაკავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ინფორმაცია “პირველს” შსს-ში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, დაკავებულმა გაქცევა სცადა და ამ დროს ფეხი დაიზიანა.
– გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს ლილოში დაკავებული ძებნილი პირი დაჭრილია, სიმართლეს არ შეესაბამება. მან გაქცევის მცდელობისას ფეხი დაიზიანა და სამართალდამცველებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
ლილოსთან ახლოს, სოფელ წინუბანში სპეცოპერაციის შედეგად ძებნილი პირი დააკავეს. დაკავებულს, სავარაუდოდ, იარაღიც ჰქონდა. ამის შესახებ “პირველს” შს სამინისტროში უთხრეს.
დღესვე სპეცოპერაცია ჩატარდა ფონიჭალაში, სადაც კიდევ ერთი ნარკორეალიზატორი დააპატიმრეს.
ბოლო რამდენიმე დღეში თბილისსა და რუსთავში, სპეცოპერაციების შედეგად, 6 ნარკორეალიზატორი დააკავეს.
პირველი

