მდინარე ლიახვის პირზე 47 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს

მდინარე ლიახვის პირზე 47 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვესგორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ძევერასთან, მდინარე ლიახვის პირზე 47 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

„ნიუპოსტის“ კორესპონდენტის ცნობით, ხ.ჯ.-ს ოჯახი სამი დღის განმავლობაში ეძებდა.

ძევერაში ამბობენ, რომ მამაკაცს ძალადობის კვალი არ აღენიშნება, თუმცა სოფელში არ იციან, რა გახდა შუახნის კაცის გარდაცვალების მიზეზი. ადგილობრივების თქმით, მას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.

მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება 117-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.