ნარკოტიკები Gem Fest-ის ტერიტორიაზე – პოლიციამ კიდევ 2 პირი დააკავა

 ნარკოტიკები Gem Fest-ის ტერიტორიაზე - პოლიციამ კიდევ 2 პირი დააკავაპოლიციამ Gem Fest-ის ტერიტორიაზე კიდევ ორი პირი დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი და მამაკაცი – მათ ჩხრეკის დროს რამდენიმე აბი ნარკოტიკული საშუალება, სავარაუდოდ, ექსტაზი აღმოაჩნდათ.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფესტივალის ტერიტორიაზე 6 პირი დააკავა.