ოზურგეთში მკვლელობისთვის 1 პირი დააკავეს

ოზურგეთში მკვლელობისთვის 1 პირი დააკავეს14 აგვისტოს ოზურგეთში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი სამართალდამცავებმა დააკავეს. როგორც „ნიუპოსტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, დაკავებულია ერთი ეჭვმიტანილი. დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ სოფელ ნაღოფილევში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.