ფონიჭალაში დაკავებული ფაილ ჰუსეინოვი სამართალდამცველებმა სახლიდან დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.
დაკავებული სახლიდან შეძახილებით: „ნარკოტიკები ჩამიდეს“ გამოიყვანეს.
პოლიციის მხრიდან ნარკოტიკის ჩადებაზე საუბრობს ფაილ ჰუსეინოვის მეუღლეც, რომელიც ჩხრეკისას სახლში იმყოფებოდა.
ჰუსეინოვის მეუღლის ინფორმაციით, მან დაინახა, როგორ ჩაუდეს მის მეუღლეს ნარკოტიკი. მისივე თქმით, პოლიციამ სახლში ყოფნისას ყველაფერი გაჩხრიკა და როდესაც ვერაფერი იპოვეს, მერე ჩაუდეს ნარკოტიკი.
ფაილ ჰუსეინოვის ძმის ინფორმაციით, პოლიციამ სამი თვის წინ მათი დედაც დააკავა.
როგორც მან აღნიშნა, „პოლიციამ დედასაც ნარკოტიკული საშუალება ჩაუდო“, რის გამოც ის დღემდე დაკავებულია.
მისივე თქმით, ძმასთან ერთად რკინის კარის დამზადებაზე მუშაობს და მათ არავითარი დანაშაული არ ჩაუდენიათ.
ინტერპრესნიუსი

