პოლიციამ 5 ჩინელი ქალი ნიკოლაძის 5-დან გამოკითხვაზე გადაიყვანა

პოლიციამ 5 ჩინელი ქალი ნიკოლაძის 5-დან გამოკითხვაზე გადაიყვანათბილისში, ნიკო ნიკოლაძის №5-ში მდებარე მასაჟის სალონში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. რის შემდეგაც 5 ჩინელი ქალი პოლიციამ გამოკითხვაზე გადაიყვანა.

ამის შესახებ “პირველს” შსს-ში განუცხადეს.

ნიკოლაძის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე წუთის წინ დამთავრდა.

ანალოგიური საგამოძიებო მოქმედებები თბილისში 17 აგვისტოს, პუშკინის ქუჩაზეც ჩატარდა, რის შემდეგაც დაკითხვაზე 8 ადამიანი გადაიყვანეს.

 პირველი