ქართულმა სასამართლომ დავით კეზერაშვილი გაამართლა – ადვოკატი შოთა მინდელი დეტალებს ასაჯაროებს

ქართულმა სასამართლომ დავით კეზერაშვილი გაამართლა - ადვოკატი შოთა მინდელი დეტალებს ასაჯაროებსთავდაცვის მინისტრობის დროს საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე, დავით კეზერაშვილი სრულად გამართლდა.

ამის შესახებ კეზერაშვილის ადვოკატი, შოთა მინდელი აცხადებას. მისი თქმით, სასამართლო განხილვისას პროკურატურამ ბრალის დადასტურება ვერ შეძლო. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

ადვოკატის განმარტებით, ნაწილობრივ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, ალექსანდრე  ნინუას მიმართ, რომელიც ამ საქმეზე დავით კეზერაშვილთან ერთად იყო ბრალდებული. ნინუას ორი წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, თუმცა ამნისტიით სასჯელი შეუმცირდა, აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობის ვადა ჩაეთვალა და დამატებითი თავისუფლების აღკვეთა აღარ მოუწევს.

ნინუამ სასამართლოში განაჩენის გამოცხადების შემდეგ კომენტარი არ გააკეთა. კომენტარი არ გაუკეთებია არც საქმის პროკურორს.

დავით კეზერაშვილსა და ალექსანდრე ნინუას გამოძიება 5.060.000 ევროს საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას ედავებოდა. გამოძიების ინფორმაციით, ოფშორში დარეგისტრირებულ კომპანიას თანხა საბრძოლო სწავლების კურსების გატარებისთვის გადაურიცხეს, მაგრამ წვრთნები არ ჩატარებულა.

იმედინიუსი