ყაზბეგის რაიონის სოფელ გარბანში ქმარმა 33 წლის ქალს ყელი გამოჭრა. წინასწარი ინფორმაციით მიზეზი ეჭვიანობა გახდა.
როგორც “ნიუპოსტს” შს სამინისტროში განუცხადეს, სამართალდამცავებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 111 და 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
დანაშაული შვიდიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვლისწინებს.

