“ქრთამის ამღები ამოწყდა და გადაშენდა, მე ვარ განტევების ვაცი,”- ეს განცხადება საკრებულოს დეპუტატმა, ზურაბ ნეფარიძემ საქალაქო სასამართლოში გააკეთა, რომელსაც ბრალად ქრთამის აღება ედება. მან სასამართლოზე ქრთამის ამღები დაწყევლა.
საქალაქო სასამართლო ზურაბ ნეფარიძისთვის აღკვეთის შეფარდებაზე მსჯელობს. ამ წუთებში მოსამართლე სათათბიროდაა გასული.

