ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე. სწრაფად მომავალი ავტომანქანა 60 წლამდე ასაკის ქალს, ქუთაისის “სპეციალური სერვისების” თანამშრომელს დაეჯახა. იგი ადგილზე გარდაიცვალა. მსუბუქი ავტომობილი ქალს მაშინ დაეჯახა, როდესაც ის ქუჩას გვიდა.
გარდაცვლილი ქალი სოციალურად დაუცველი და ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო.
გარდაცვლილი სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. ექსპერტიზა უტარდება ავტომობილის მძღოლსაც.

