სასამართლომ თეთრი ხმაურის აქტივისტ ბაქარ კორშიას 2 თვიანი პატიმრობა შეუფარდა

სასამართლომ თეთრი ხმაურის აქტივისტ ბაქარ კორშიას 2 თვიანი პატიმრობა შეუფარდაზუგდიდის რაიონის სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას ბრალდებით დაკავებულ ბაქარ კორშიას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მისამართლემ ის მარიხუანას მოხმარებისთვის 500 ლარითაც დააჯარიმა.

კორშიას ადვოკატის განცხადებით, მომდევნო პროცესამდე, დაცვის მხარე პროკურატურას საპროცესო გარიგების თხოვნით მიმართავს.

კორშია მიმდინარე წლის 3 აგვისტოს განმუხურში დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას რვიდან ოც წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

სამართალდამცველებმა განმუხურში იმავე ბრალდებით კიდევ ორი ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს, რომლებიც ბრალს აღიარებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბოლო 4 დღის განმავლობაში განმუხურში ნარკოდანაშაულისთვის 5 პირია დაკავებული.

იმედინიუსი