საშინელი ავარია ლანჩხუთთან – დაიღუპა ოჯახის 5 წევრი

საშინელი ავარია ლანჩხუთთან - დაიღუპა ოჯახის 5 წევრისოფელ ჩიბათში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია.

მსუბუქ ავტომობილს, რომელშიც 6 ადამიანი იმყოფებოდა, ტრაილერი შეეჯახა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თვითმხილველებმა აცნობეს, ტრაილერს მისაბმელი მოწყდა, რომელიც მსუბუქ ავტომობილს დაეცა.
მსუბუქ ავტომობილში მყოფი 6 მგზავრიდან 5 დაიღუპა, 1 კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები ერთი ოჯახის წევრები არიან.
ტრაილერის მძღოლი ყაზახეთის მოქალაქეა. შემთხვევა გამთენიისას, 05:00 საათზე მოხდა.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.