კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა საგამოძიებო მოქმედებები კიდევ ერთ სპა ცენტრში ჩაატარეს. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ნიკოლაძის 5 ნომრიდან დაახლოებით 5 გოგონა პოლიციის მანქანით გაიყვანეს.
როგორც შს სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გამოყოფის მიზნით მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ პროსტიტუციის ადგილის გადაცემისთვის სპეცოპერაცია გუშინ პუშკინის ქუჩაზე ჩატარდა, რის შედეგადაც ერთი პირი იქნა დაკავებული.
ნიუპოსტი

