სურამში მანქანა დედა-შვილს ტროტუარზე დაეტაკა და ორივე მოკლა

სურამში მანქანა დედა-შვილს ტროტუარზე დაეტაკა და ორივე მოკლამსხვერპლით დასრულდა სურამში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა. თვითმხილველთა თქმით, ავტომანქანა ტროტუარზე მიმავალ დედა-შვილს დაეჯახა. შედეგად ორივე მათგანი გარდაიცვალა.
როგორც “ნიუპოსტს” შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან მეტი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.

ნიუპოსტი