თბილისის ცენტრში სპეცოპერაცია მიმდინარეობს, სპეცოპერაციის ამსახველ კადრებს რუსთავი 2 ავრცელებს.
პუშკინის ქუჩაზე, 10 ნომერში მდებარე მასაჟის სალონში საგამოძიებო მოქმედებები პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის მუხლით მიმდინარეობს. როგორც რ2 იუწყება, აღნიშნული სალონიდან გამოიყვანეს 7-მდე ახალგაზრდა ქალი და დაკითხვაზე გადაიყვანეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებელმა დიანა როსტიაშვილმა განუცხადა, გამოძიება 254-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას ითვალისწინებს.

