22 წლის ლევან მამაგეიშვილს ოჯახი მე-5 დღეა ეძებს. ახალგაზრდა თბილისის ცენტრიდან გაუჩინარდა და მისი კვალი ავტოსადგურ ოკრიბას ტერიტორიიდან იკარგება.
ახალგაზრდა დასთან ერთად, ქუთაისიდან თბილისში 5 დღის წინ ავტომობილის საყიდლად ჩავიდა. მას თან 23 ათასი აშშ დოლარი ჰქონდა. ლევან მამაგეიშვილი ბოლოს სასაუზმეში დასთან ერთად იმყოფებოდა, სადაც სადილი შეუკვეთა, საპირფარეშოში გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა.
ოჯახმა ლევან მამაგეიშვილის დაკარგვის შესახებ განცხადებით შს სამინისტროს უკვე მიმართა.
უწყებაში “პირველს” განუცხადეს, რომ წინასაგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.
პირველი

