თბილისში ისნის ბაზრობა დაიწვა

თბილისში ისნის ბაზრობა დაიწვაღამით, ისანში, მეორადი ავტონაწილების, ე.წ. “დაშლილების ბაზრობაზე”, დაახლოებით 4 საათზე ხანძარი გაჩნდა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის წარმომადგენელმა დავით გელაშვილმა განაცხადა, ცეცხლი 1.200 კვადრატულ მეტრ ფართობზე იყო გავრცელებული.ხანძრის ჩასაქრობად ადგილზე 20-მდე სახანძრო ბრიგადა და 100-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობდა.
ამჟამად ხანძარი ლიკვიდირებულია.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.

ზარალის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ნიუპოსტი