ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად, 24 წლის ბიჭი დაიღუპა, რომელიც მდინარე გუბაზოულზე სათევზაოდ იყო წასული. არსებული ინფორმაციით, დაღუპულ ახალგაზრდას თევზაობის დროს დენმა დაარტყა და ის შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც „ნიუპოსტს“ ადგილობრივებმა განუცხადეს, დაფიქსირდა გარდაცვალების მეორე ფაქტიც- თავი ჩამოიხრჩო 52 წლის მამაკაცმა, რომელიც სათევზაოდ წასულ ახალგაზრდა ბიჭს ახლდა თან.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ნიუპოსტი

