ვაჟა-ფშაველას გამზირზე ბუნებრივი აირის გაჟონვამ ხანძარი გამოიწვია

ვაჟა-ფშაველას გამზირზე ბუნებრივი აირის გაჟონვამ ხანძარი გამოიწვიავაჟა-ფშაველას გამზირზე, საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულზე ბუნებრივი აირის გაჟონვამ ხანძარი გამოიწვია.

როგორც „ნიუპოსტს“ საგანგებო სიტუაციის მართვის სააგენტოში განუცხადეს, შეტყობინება ხანძრის გაჩენის შესახებ დღეს დილით შევიდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. სამაშველო ჯგუფებმა ცეცხლის ლიკვიდირება მალევე მოახდინეს.

მათივე ინფორმაციით, ხანძრის ლიკვიდაციაზე 5 სამაშველო ბრიგადა მუშაობდა და დაიწვა 50 კვადრატული მეტრი.