ვეფხვია ღვალაძე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან შიმშილობას იწყებ, ღვალაძე არის პირი, რომელიც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავებს ზეწოლაში ადანაშაულებს. მისი მტკიცებით, მას და მის 10 შვილს ე.წ. კახური კლანის წევრები ემუქრებიან.
საქმე ეხება დაახლოებით 4 წლის წინ მომხდარ ინციდენტს. ვეფხვია ღვალაძის თქმით, მას ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავებმა ზვიად ჯანყარაშვილმა და იოსებ ქადაგიშვილმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
– პირველად სოსო ქადაგიშვილმა აიღო გრაფინი, მესროლა, გამარტყა თავში. ეს არის თამაზაშვილის ცოლის დის შვილი. ღარიბაშვილი იყო მაშინ პრემიერ-მინისტრი. რომ ჩავიკუზე, ჯანყარაშვილი დამადგა თავზე და არ ვიცი თავში რით მცემა. რომ გაირკვა სახელი და გვარი, ეს საქმე გაჩერდა.
გამოვიდა შენიღბული, ავტომატიანი კაცი და დამემუქრა ოჯახის ამოხოცვით თუ არ დაგვანებებ თავსო, ამოგხოცავ დედაბუდიანადო. ვტოვებ ჩემს სამშობლოს ჩემს 10 შვილთან ერთად და მეუღლესთან ერთად. ვითხოვ პოლიტიკურ თავშესაფარს,- განაცხადა ვეფხვია ღვალაძემ.
მომხდარზე გამოძიება დაიწყო, ღვალაძემ დაახლოებით ერთი თვის წინ პროკურატურას მიმართა.
ნიუპოსტი

