ზურაბ ნეფარიძეს და მის ცოლისდა ანა მენთეშაშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

ზურაბ ნეფარიძეს და მის ცოლისდა ანა მენთეშაშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათდედაქალაქის საკრებულოს წევრს, ზურაბ ნეფარიძეს და მის ცოლის დას, ანა
მენთეშაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რამდენიმე წუთის აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 16 ოქტომბერს დაინიშნა.

საკრებულოს დეპუტატს, ზურაბ ნეფარიძეს ბრალი ქრთამის აღებისთვის გუშინ ოფიციალურად წარუდგინეს. მისი ადვოკატის, სულხან კაპანაძის განცხადებით, ბრალდება 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დეპუტატი დაკავებას პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს.

ანტიკორუფციულმა სააგენტომ თბილისის საკრებულოს წევრი, ზურაბ ნეფარიძე 26 აგვისტოს დააკავა. ის 2014 წლიდან თბილისის საკრებულოს წევრი და ისნის მაჟორიტარი დეპუტატია “ეროვნული ფორუმიდან”. წარსულში ნეფარიძე შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა.

იმედინიუსი