49 წლის მევლუდ აბესაძე თანამშრომელმა ხელფასის გამო მოკლა 

თბილისში, ისანში, 49 წლის მევლუდ აბესაძე ფულის გამო მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას “TV პირველი” ავრცელებს.

როგორც ცნობილია მამაკაცი ერთ-ერთი შპს-ს ხელმძღვანელი იყო, რომელსაც გვიან ღამით სამმა პირმა მიაკითხა და სახელფასო დავალიანების გასტუმრება მოსთხოვა, აწგარდაცვლილი კი დაჰპირდა, რომ თანხას სამშაბათს გადაუხდიდა, თუმცა მოგვიანებით ერთ-ერთმა პირმა მას დანა გულში დაარტყა.  შემთხვევის დროს დაიჭრა ინციდენტში მონაწილე კიდევ ერთი მამაკაცი.

პირველი