აეროპორტის ტრასაზე ჯიპი მანის ლურჯ ავტობუსს შეეჯახა

აეროპორტის ტრასაზე ჯიპი მანის ლურჯ ავტობუსს შეეჯახათბილისში, აეროპორტის ტრასაზე, ჯიპის ტიპის ავტომობილი “მანის” ლურჯ ავტობუსს დაეჯახა, რის შედეგადაც 3 მსუბუქი ავტომანქანა დაზიანდა.
შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთი პირი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება.

აიპრესი