აიფონ-8 ბაზარზე 21 სექტემბრიდან გამოვა და სავარაუდოდ ამავე დღიდან მისი შეძენა საქართველოშიც იქნება შესაძლებელი. მაღაზიაში iPhone+ „საქმის კურსს“ განუცხადეს, რომ iPhone X გაყიდვაში, სავარაუდოდ 3 ნოემბრიდან გამოჩნდება, თუმცა მისი ფასი ჯერ-ჯერობით უცნობია.iPhone 8-ის ექსკლუზიური ღირებულება პირველ დღეს 5555 ლარი იქნება. რამდენიმე დღეში სმარტფონი, გაიაფდება და მისი ფასი 2000 ლარის ფარგლებში იქნება.
ბიზნესმედია

