ახალციხეში 40 ბავშვი მოიწამლა

ახალციხეში 40 ბავშვი მოიწამლაახალციხის საავადმყოფოში საბავშვო ბაღის ორმოცამდე აღსაზრდელი ერთი და იმავე ჩივილებით შეიყვანეს. ბავშვებს მუცლის ტკივილი, პირღებინება და მაღალი სიცხე აღენიშნებათ.

ამის შესახებ “პირველს” ახალციხის სამედიცინო ცენტრის დირექტორმა ელდარ ალიევმა უთხრა.

სამედიცინო ცენტრის დირექტორის განცხადებით, ამ ეტაპზე ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

რამ გამოიწვია კონკრეტული სიმპტომები, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

პირველი