ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოტევში ავტოსაგზაო შემთხვევისას 3 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
რაჭა-ლეჩხუმის გუბერნატორ არჩილ ჯაფარიძის განცხადებით, შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ამბროლაურის მიმართულებით მოძრავი ტრაილერი, რომელსაც ასფალტის სატკეპნი მანქანა გადაჰქონდა, ადგილობრივი მოსახლის ეზოში შევარდა, დაანგრია ავტოფარეხის შენობა და სახლის აივანს დაეჯახა.
სახლის მცხოვრებლები შემთხვევის შედეგად არ დაშავებულან, ტრაილერში მჯდომი სამივე პირი კი გარდაიცვალა.
იმედინიუსი

