კომპანია “ანაგმა” მონაწილეობა მიიღო და გაიმარჯვა სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში. 31 აგვისტოს კი შპს “ანაგსა” და “საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას” შორის გაფორმდა ხელშეკრულება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობასთან დაკავშირებით.ახალი ტერმინალი ქუთაისის აეროპორტს ერთდროულად 6 რეისის მომსახურების საშუალებას მისცემს. მშენებლობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 140 დღეში უნდა დასრულდეს.
აგვისტოში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში აგვისტოში მგზავრთა ნაკადმა 50.170 შეადგინა, რაც წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 66%-ით მეტია.
74%-ით არის გაზრდილი ქუთაისის აეროპორტიდან განხორციელებული რეისების რაოდენობაც.
2017 წლის აგვისტოს მონაცემები 211 რეისს ითვლის.
ბიზნესმედია

