მღვდელ-მონაზონი ანდრია სარია: “ეს საქმე ჩაითვლება სირცხვილად, ქვეყნის პირველი პირიდან მოყოლებული ყველა დაინტერესებული იყო”

მღვდელ-მონაზონი ანდრია სარია: "ეს საქმე ჩაითვლება სირცხვილად, ქვეყნის პირველი პირიდან მოყოლებული ყველა დაინტერესებული იყო"მღვდელ-მონაზონი ანდრია სარიას თქმით სასამართლო დამოუკიდებელი არ იყო და მოსამართლის გადაწყვეტილებაზე ხელისუფლებამ და საპატრიარქომ იმოქმედა. მისი თქმით გადაწყვეტილება თვეების წინ იყო მიღებული:

– ცოტაოდენი იმედი მაინც მქონდა და ვფიქრობდი, რომ სასამართლო მაინც იქნებოდა დამოუკიდებელი, მაგრამ არა თუ დამოუკიდებელი, არამედ თვეების წინ გადაწყვეტილი საქმე გააჟღერეს. მიზანმიმართულად რაც მან უნდოდათ და როგორც ატყუებდნენ საზოგადოებას, ამ ტყუილიდან ვერ გამოვიდნენ. როცა უთხრეს იყვირეთ, იყვირეს, როცა უთხრეს იყავით ჩუმად, ჩუმად იყვნენ. პროკურორები მშვიდი სახეებით ისხდნენ, მათ წინასწარ თანხმობა ქონდათ ერთმანეთთან და პასუხიც კი იცოდნენ ალბათ მოსამართლის. 9 წლის თავისუფლების აღკვეთა კი არა 1 დღითაც არის უსამართლო, სასამართლო ვერ გათავისუფლდა, ეტყობა ერთობლივი პროექტი იყო. საზოგადოებისთვის კითხვის ნიშნები არ არსებობს, ეს საქმე ჩაითვლება სირცხვილად. მარტო სასამართლოზე არაა საქმე, ქვეყნის პირველი პირიდან მოყოლებული ყველა დაინტერესებულილ იყო და ამბობდნენ , რომ პატრიარქის სიცოცხლე გადაარჩინეს, გამოჩნდა, რომ ეს სიცრუე იყო. ასეთ სიცრუეში ამყოფებენ საზოგადოებას, მაგრამ ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება , იმიტომ რომ ტყუილს მოკლე დღეები აქვს, – განაცხადა ანდრია სარიამ.