ცოტა ხნის წინ თბილისში, სანდრო ეულის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ძლიერი აფეთქება მოხდა. ”რუსთავი2”-ის ინფორმაციით, ჟანგბადის ავზი აფეთქდა.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, დაღუპულია ერთი ადამიანი. აფეთქება სანდრო ეულის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობაზე მოხდა, სადაც საცხოვრებელი კორპუსი შენდება.
როგორც “ინტერპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამი ჯგუფი მუშაობს.
ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახურების წარმომადგენლები,
3 სახანძრო ჯგუფი და 15 მეხანძრე-მაშველი.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

