არქიმანდრიტი ანთიმოზ ბიჩინაშვილი კომაშია

არქიმანდრიტი ანთიმოზ ბიჩინაშვილი კომაშიაარქიმანდრიტი ანთიმოზ ბიჩინაშვილი კომატოზურ მდგომარეობაშია.

როგორც ცნობილია, ის რამდენიმე დღის წინ კლინიკაში მოათავსეს, მას შემდეგ, რაც ინსულტი დაემართა.

არქიმანდრიტ ანთიმოზ ბიჩინაშვილის მდგომარეობის შესახებ AMBEBI.GE-ს მისი ნათესავი კოკო ბიჩინაშვილი ესაუბრება.
– მამა ანთიმოზს 5 დღის წინ ინსულტი მოუვიდა და უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს უზნაძეზე მდებარე კლინიკაში.

მაგ დროს თბილისში არ ვიმყოფებოდი, ამიტომ დაზუსტებით არ ვიცი, ინსულტის დროს მარტო იყო თუ მეგობრებთან ერთად. მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა, 5 დღეა კომაშია და ექიმები არაფრის იმედს არ გვაძლევენ. იმედი მაქვს ღმერთი გადმოგვხედავს და გამოჯანმრთელდება, თუმცა ამ დრომდე არაფერი ჩანს სასიკეთო, – ამბობს კოკო ბიჩინაშვილი.
ანთიმოზ ბიჩინაშვილი 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით ერთ-ერთი ბრალდებული გახლავთ. მან რამდენიმე თვის წინ ეკლესიიდან წასვლის შესახებ გააკეთა განცხადება და თქვა, რომ პენსიაზე გადის. მანამდე კი სამების ტაძარში მოღვაწეობდა.