ავარია გლდანში – დაშავდა 2 ადამიანი

ავარია გლდანში - დაშავდა 2 ადამიანიავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ცოტა ხნის წინ გლდანში. ხიზანიშვილის ქუჩაზე “სუბარუს” მარკის ავტომობილი “ნისანს” შეეჯახა.

როგორც “ნიუპოსტს” თვითმხილველებმა აცნობეს, შემთხვევის შედეგად დაზიანებები ორივე მანქანის მძღოლმა მიიღო. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
როგორც ირკვევა შემთხვევის დროს ერთ-ერთ ავტომობილში მცირეწლოვანიც იმყოფებოდა, თუმცა საბედნიეროდ, პატარა ავარიას უვნებლად გადაურჩა.
ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.