ავარია კახეთში: გასწრების დროს “მერსედესი” “06”-ს დაეჯახა – დაღუპულია 1 ადამიანი

ავარია კახეთში: გასწრების დროს "მერსედესი" "06"-ს დაეჯახა - დაღუპულია 1 ადამიანიკახეთში გურჯაანი-თბილისის საავტომობილო გზაზე მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა.

“ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტის ინფორმაციით, ერთმანეთს “06”-ის მარკის ტაქსი და “მერსედესის” მარკის ავტომანქანა შეეჯახნენ.
“მერსედესის” მარკის ავტომანქანის მძღოლი გასწრებას ცდილობდა და საპირისპიროდ მოძრავ მანქანას შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად “ჟიგულის” მძღოლი 48 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. ხოლო 3 მგზავრი სხვადასხვა სახის დაზიანებით, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. ავარიის შედეგად შეიზღუდა მოძრაობა. თელავის მიმართულებით გადაადგილება შემოვლითი გზითაა იყო შესაძლებელი.
მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.