ავთანდილ ხურციძის სასამართლო პროცესი ამერიკაში დღეს გაიმართება

ავთანდილ ხურციძის სასამართლო პროცესი ამერიკაში დღეს გაიმართებაამერიკის შეერთებულ შტატებში დაკავებული ქართველი სპორტსმენის, ავთანდილ ხურციძის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სპორტსმენის დედამ, მაყვალა ხურციძემ განუცხადა.

მისი თქმით, პროცესი ადგილობრივი დროით 12:00 საათზეა ჩანიშნული. მაყვალა ხურციძე იმედოვნებს, რომ დღეს მის შვილს სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლებენ.

ნიუ-იორკში, მიმდინარე წლის ივლისში,15 ქართველი დააკავეს, რომლებსაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედებათ. მათ შორის იყო ორი ქართველი სპორტსმენი – ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი. მაყაშვილი მალევე გაათავისუფლეს, ხურციძეს კი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.