რამდენიმე წუთის წინ, ოზურგეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა.ორივე მათგანი ოზურგეთის “მედალფას” კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა.
როგორც ცენტრის დირექტორმა, დავით მდინარაძემ გვითხრა, სამედიცინო ცენტრში ორი ახალგაზრდა არის შეყვანილი, რომელთან შესაბამისი პროცედურები უტარდებათ.
შემთხვევა ზურგეთში, რუსთაველისა და გურამიშვილი ქუჩების კვეთაში მოხდა.
ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა “ნისანი” და “მიტსუბიშის” შავი ფერის ჯიპი შეეჯახა. “ნისანს” ქალბატონი მართავდა.
შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

