ბაღდათში შვილმა მამა მოკლა, დედა კი დაჭრა

ბაღდათში შვილმა მამა მოკლა, დედა კი დაჭრაბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში შვილმა მამა მოკლა. როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, შვილს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. გასროლის შედეგად, დედის მისამართით გამიზნული ტყვია მამას მოხვდა, დედა კი დაიჭრა.

როგორც შს სამინისტროში აცხადებენ, მკვლელი დაკავებულია. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდესის 11-108 პრიმა მუხლით, რაც ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ნიუპოსტი